23:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 13:56:24, 2425 ნახვა

მსოფლიო
სამმა ქალბატონმა ამერიკის პრეზიდენტი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, - ამის შესახებ NBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თეთრი სახლის ხელმძღვანელი სამმა ამერიკელმა ქალმა დაადანაშაულა. მათ კონგრესისგან ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვეს.

როგორც სამანტა ჰოლვიმ აღნიშნა, 2006 წელს "მის ამერიკის" კონკურსის დროს ტრამპი მონაწილეებთან გასახდელში შევიდა, სადაც ისინი ნახევრად შიშვლები იყვნენ. მისი თქმით, ტრამპი მონაწილეებს ისე ეპყრობოდა, როგორც მის საკუთრებას.  რეჩელ კრუკსი აცხადებს, რომ  ყოფილ პრეზიდენტს ის 2005 წელს Trump Tower-ის ლიფტთან შეხვდა, სადაც მდივნად მუშაობდა. ქალმა მას თავისი სახელი უთხრა, რათა გაცნობოდა, ტრამპმა კი მას კოცნა დაუწყო. ჯესიკა ლიდსის ამბობს, რომ ტრამპმა ის 1980 წელს თვითმფრინავში შეავიწროვა. ლიდსის თქმით, ტრამპი მას კოცნიდა და "კაბის ქვეშ შეძრომას" ცდილობდა.

მანამდე ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა დაადანაშაულა. ჟულიეტ ჰადის თქმით, თეთრი სახლის ლიდერმა მისი კოცნა ლიფტში სცადა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics