|
2017-12-12 13:36:00, 1138 ნახვა
სამხედრო
ტრენინგი - „სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა ჰიბრიდული ომის საპასუხოდ“ დაიწყო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი „სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ" დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები, გუს ჰოფსტიდი და რუდოლფ კეიზერი უძღვებიან. უწყების ცნობით, ორი დღის განმავლობაში ისინი ქართველ ექსპერტებთან ერთად, მსმენელებს ჰიბრიდული ომის საფრთხეებსა და ამ ფონზე, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. კურსს თავდაცვის უწყების, მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები და უსაფრთხოების სექტორის სხვა საჯარო მოხელეები ესწრებიან. ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს DIB სკოლისა და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცემათ. კლინგენდაელის ინსტიტუტი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ინტენსიურად თანამშრომლობენ. ჰოლანდიელი სპეციალისტები DIB სკოლას რეგულარულად სტუმრობენ და ქართულ მხარეს გამოცდილებას უზიარებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)