|
2017-12-11 18:42:24, 2273 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სავალუტო ფონდის მიერ სრულად მხარდაჭერილია
„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულადაა მხარდაჭერილი", - ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს პირველი შეფასება მოიწონა, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერას. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა აგებულია საქართველოს 4 პუნქტიან გეგმაზე და შესაბამისად, ფონდის მიერ მთავრობის განვითარების გეგმაც მხარდაჭერილია. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველო გააგრძელებს ეკონომიკურ ზრდას, შემდეგი წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება. „რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება ქვეყნის საგარეო პოზიცია. წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც ფისკალურ კონსოლიდაციას, ასევე ყველა საბიუჯეტო პარამეტრი მაკროეკონომიკური ზრდისკენაა მიმართული", - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)