10:23 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 18:33:53, 1993 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა

ბოლო წლებში საქართველოში რეინვესტირების მონაცემი საშუალოდ 200 მლნ-დან 300 მლნ დოლარამდე მერყეობდა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდაზე გავლენა იქონია საქართველოში ბიზნეს-მეგობრული ფისკალური რეფორმის გატარებამ, კერძოდ, მოგების გადასახადის რეფორმამ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელმაც მიმდინარე ეკონომიკური პარამეტრები შეაჯამა, რეინვესტირების გაზრდილ მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით,  2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კერძო სექტორიდან ბიზნესში318 მლნ აშშ დოლარი იყო რეინვესტირებული, მიმდინარე წელს კი  - 591 მლნ აშშ დოლარი, რაც, პრაქტიკულად გაორმაგებასნიშნავს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა  ასევე ისაუბრა ბრუნვასა და გამოშვებაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 9 თვეში კერძო სექტორშიბრუნვა გაზრდილია 19 პროცენტით, გამოშვება კი - 23 პროცენტით.

ქუმსიშვილმა  ხაზი გაუსვა ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელზე და ეს მაჩვენებელი დადებითად შეაფასა.

მისი თქმით, 2017 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა და ჯამში 5 468 კომპანია დარეგისტრირდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics