03:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 16:08:53, 1791 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრში უფასო ტრენინგი „სამართალი და ადამიანის უფლებები“ ჩატარდა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სასწავლო ცენტრში  უფასო ტრენინგი „სამართალი და ადამიანის უფლებები" ჩატარდა. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ 6 ჯგუფისთვის ჩატარებული ტრენინგი მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობას და მართლშეგნების ამაღლებას.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ტრენინგში მონაწილეობის სურვილი 792-მა პირმა გამოთქვა.

შემოსული განაცხადების გადარჩევის შედეგად ტრენინგში მონაწილეობის საშუალება არაიურიდიული განათლების მქონე 46 პირს მიეცა. მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი  უფასო ტრენინგების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 10 დეკემბერს აღინიშნება.

სასწავლო ცენტრი აქტიურადაა ჩართული ყველა იმ საქმიანობაში, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებას, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების დასაცავად, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში კარგი მმართველობისა და თავისუფალი ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობას.

დღეისათვის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ტრენინგი, ტესტირება/ტესტის შექმნა (საკონკურსო, საატესტაციო).

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს, გაზარდოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, რისთვისაც ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს იწვევს.

ამასთან, ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics