|
2017-12-11 15:15:26, 1923 ნახვა
პოლიტიკა
რა ცვლილებები შედის ახალი რედაქციის კონსტიტუციაში
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კონსტიტუციის ახალ რედაქციას განიხილავენ. მომხსენებლი პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეა. მისი თქმით, ცვლილებებში ცვლილების შეტანის მიზეზი, ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციების გათვალისწინებაა: „ეს რეკომენდაციები არ იყო ასახული ვენეციის კომისიის პირველ საბოლოო დასკვნაში, აისახა მხოლოდ ბოლო დასკვნაში მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე გქვონდა 2 მოსმენით პრაქტიკულად მიღებული კანონპროექტი და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს ახლა ცვლილებებში ცვლილების შეტანა იმისთვის, რომ საბოლოოდ გავიზიაროთ ვენეციის კომიისის რეკომენდაციები 4 საკითხთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ კანონმდებლებს ცვლილებების ძირითადი არსი გააცნო. კობახიძის თქმით, ის არსებითად ვენეციის კომისიის 4 რეკომენდაციას ეფუძნება. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შემოთავაზებულია ტერმინოლოგიური ცვლილებები და ტექნიკური ხასიათის რამდენიმე ცვლილება: „თავიდანვე ინიცირებული იყო 5 ძირითადი ცვლილება. 4 შეეხებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მე-5 იყო ტერმინოლოგიური ცვლილება, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის არჩევნებს, ტერმინი ხმოსანი იცვლება საარჩევნო კოლეგიის წევრით. რაც შეეხება უშუალოდ მუხლობრივ განხილვას-გვაქვს შემოთავაზება მე-5 მუხლთან დაკავშირებით, ეს ცვლილება არ იყო ასახული ინიცირებულ ვარიანტში, თუმცა გამოითქვა მოსაზრებები საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში. იყო ინიციატივა, რომ მე-5 მუხლს დაემატოს ჩანაწერი გარემოს დაცვის თაობაზე. არის შემოთავაზებული შემდეგი ფორმულირება, რედაქცია-სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობასა და ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებაზე. მეორე თავში გარანტირებულია გარემოს დაცვის უფლება და შემოთავაზებულია ანლოგიურად მე-5 მუხლში სახელმწიფოს სოციალური ვალდებულების გაწერა. ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ცვლილებების შეტანა მუხლში, რომელიც აწესრიგებს რწმენის თავისუფლების ძირითად უფლებას. კერძოდ, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ამოგვეღო ჩარევის 3 საფუძველი-სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება. გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. შემოთავაზებულია ახალი ფორმულირება-უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის, ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. ეს რედაქცია მთლიანად შესაბამისობაშია ევროკონვენციის ტექსტთან. საქართველოს კონსტიტუცია ამ უფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს, ვიდრე-ევროკონვენცია. რაც შეეხება დანაშაულის თავიდან აცილებას, მიგვაჩნია, რომ დანაშაულის თავიდან აცილება არის ის საფუძველი, რომელიც ისედაც არის მოაზრებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ქვეშ, აქედან გამომდინარე, ამ ჩანაწერის ამოღება ტექნიკურ ცვლილებადაც შეგვიძლია განვიხილოთ. ანალოგიურად არის შემოთავაზებული მე-14, მე-15 და მე-17 მუხლებში დანაშაულის თავიდან აცილების საფუძვლის ამოღება, რაც გამომდონარეობს იქიდან, რომ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანი ისედაც მოიცავს თავის თავში დანაშაულის თავიდან აცილებას, პრევენციას. იგივე ცვლილებაა შემოთავაზებული. მე-17 მუხლის რედაქცია არის მცირედით შეცვლილი იმისათვის, რომ იდენტური იყოს ტექსტები, ჩარევის საფუძვლების განმსაზღვრელი რედაქციები ყველა შესაბამის მუხლში. ჩვენი აზრით, მე-14, მე-15, მე-17 მუხლებში შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად ტექნიკური ხასიათისაა. არც ფართოვდება და არც ვიწროვდება ჩარევის საფუძვლები. 24-ე მუხლი ეხება საარჩევნო უფლებას. საარჩევნო უფლების მომწესრიგებელ მუხლში შევიტანეთ ახალი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არ აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში და ა.შ. საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში იყო შენიშვნა გამოთქმული, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ განზრახი, ეს არის თანამედროვე კონცეფცია, განსხვავდება ძველი კონცეფციისგან. ამ ჩანაწერიდან თითქოს ისე ჩანს, შეიძლება იყოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებლობით ჩადენილი, რაც პრინციპულად არასწორია.აქედან გამომდინარე, სწორი შენიშვნა იყო გამოთქმული და განზრახი სიტყვა არის ამოღებული იმ ცვლილებების თანახმად, რომელიც არის შემოთავაზებული. 27-ე მუხლი ეხება განათლების უფლებას და აკადემიურ თავისუფლებას.მე-3 პუნქტი არის ახალი. თსუ-ს რექტორის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ აკადემიურ თავისუფლებასთან ერთად, ხაზგასმით განვამტკიცოთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საუნივერსიტეტო ავტონომიის უფლება, რაც არის მოცემული შესაბამის ჩანაწერში. კერძოდ, მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ აკედამეიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია უზრუნველყოფილია. 37-ე მუხლი ეხება პარლამენტის არჩევნებს.ეს არის ყველაზე პრინციპული ცვლილება, რომელიც შედის კონსტიტუციაში. საქმე ეხება ე.წ. ბონუსის სისტემას. არსებული დამტკიცებული რედაქციის თანახმად, გამარჯვებული პარტია იღებდა გაუნაწილებელი მანდატების უდიდეს რაოდენობას, ან ყველა მანდატს. ვენეციის კომისიის პირვანდელი რეკომენდაცია იყო ბონუსის კორექტირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ, თუმცა ამის შემდეგ ბოლო დასკვნაში აისახა ახალი რეკომენდაცია, რომლითაც მთლიანად ბონუსის გაუქმება გვთხოვა ჩვენ ვენეციის კომისიამ.გვქონდა ამაზეც კონსულტაციები და ამ შენიშვნასაც ვითვალისწინებთ. ვიყავი მომხრე ბონუსის სიტემის, მითუმეტეს იმ კორექტირებული ვარიანტის, რომელიც იყო წარმოდგენილი, მიზანი იყო ბონუსის პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ვხედავთ, რა რთულად წარიმართება პროცესები მაგალითად, ევროპის მასშტაბით. მაგალითად, ნიდერლანდებში 208 დღის განმავლობაში ვერ ჩამოაყალიბა ვერავინ მთავრობა. წარმოიდგინეთ, ასეთი ვითარება რომ შეიქმნას საქართველოში. გერმანიაში დღემდე ვერ ხერხდება კოალიციის ჩამოყალიბება, მთავრობის ჩამოყალიბება, რაც შეიცავს რისკებს.აქედან გამომდინარე, ბონუსს ჰქონდა მკაფიო მიზანი, რომ პლურალიზმთან ერთად ყოფილიყო უზრუნველყოფილი სტაბილურობა პოლიტიკური პროცესების, მეტი გარანტია ყოფილიყო შექმნილი ამისათვის, თუმცა არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ბონუსის სისტემის გაუქმების თაობაზე.რისკები იქნება, თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობაა, მომდევნო 7 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს საფრთხეები პრაქტიკაში არ წარმოიშვას. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს ბონუსის სიტემის გაუქმებას, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტები ადგენდა ბონუსის სიტემას. მე-7, მე-8, მე-9 პუნქტები მთლიანად ამოღებულია, რაც შეეხება მე-6 პუნქტს, ის არის ჩასწორებული.კერძოდ, იყო ფორმულირება, რომლის თანახმადაც, პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, აქედან იანგარიშებოდა შემდეგ ბონუსი. ეს ფორმულირება შეცვლილია-მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5% მაინც მიიღეს. შესაბამისად, მათემატიკურად გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა იმაზე ერთით ნაკლებია, ვიდრე ბარიერ გადალახული პარტიების რაოდენობაა. პირობითად, თუ 4-მა პარტიამ გადალახა ბარიერი, გაუნაწილებელი მანდატი ვერ იქნება 3-ზე მეტი. ყველაზე დიდი ალბათობით, გაუნაწილებელი მანდატი დარჩება 1, ან 2. ფორმულირების თანახმად, ეს მანდატები თანმიმდევრულად გადანაწილდება საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე. ჯერ პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს ერთ მანდატს, შემდეგ მეორე ადგილზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, არსებული რედაქციით შემოთავაზებულია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და დაკონკრეტებულია თავიდან ბოლომდე მანდატების განაწილების წესი უშუალოდ კონსტიტუციის დონეზე. 50-ე მუხლი არის ტერმინოლოგიური ცვლილება. საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი. კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, ტერმინი გამოყენებული იყო ხმოსანი, რომელიც არის ტრადიციული, ქართული ტერმინი, თუმცა ეს ტერმინი ქილიკის საგანი გახდა და შესაბამისად შემოთავაზებულია ამ ტერმინის ჩანაცვლება შედარებით მარტივით, როგორიცაა საარჩევნო კოლეგიის წევრი. ესაა წმინდა ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება. მე-60 მუხლი ეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. რისკები იყო გაანალიზებული, ამიტომ იყო ის ცვლილება, რომელიც შევიდა მე-60 მუხლის მე-6 პუნქტში. აქ იყო ვენეციის კომისიის მიერ ორი რეკომენდაცია. ერთი ეხებოდა ვადებს, რომ გაგვეზარდა სასამართლოსთვის სარჩელის შეტანის და შემდეგ სარჩელის განხილვის ვადები. აქამდე იყო განსაზღვრული 1 წლიანი ვადა- დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. ეს ერთი წელი შეიცვალა 15 თვით, შესაბამისად, მინიმუმ 3 თვიდან მინიმუმ 6 თვემდე გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვის ვადა. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, ის ეხებოდა სრული კონსესუსის პრინციპს. არჩევნებთან დაკავშირებით დავა უნდა გადაწყვეტილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სრული კონსესუსით, ამასთან დაკავშირებით იყო რეკომენდაცია, რომ უნდა დაწეულიყო დაბლა კვორუმი და საერთოდ ამოღებულია ეს ჩანაწერი მე-60 მუხლის მე-6 პუნქტიდან.შესაბამისად, ვენეციის კომისიის ორივე რეკომენდაცია გაზიარებულია. საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში გამოითქვა რეკომენდაციები იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით.დღეს დაზუსტებული არ არის იუსტიციის საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა და შემოთავაზება არის, რომ 4 წლიანი ვადა, რომელიც კანონით ისედაც არის გაწერილი, დაკონკრეტდეს კონსტიტუციის დონეზე. ასევე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეხება კიდევ ერთი რეკომენდაცია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო ექსოფიციო თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი. ეს ჩანაწერი ამოვიღეთ კონსტიტუციიდან, თუმცა ახალი ჩანაწერით საბჭოს წევრიც აღარ გამოდის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და აქ იყო რეკომენდაცია, რომ ექსოფიციო წევრად დარჩეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. და ბოლოს კიდევ ერთი რეკომენდაცია- დაკონკრეტდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გამწესების წესი და დაკონკრეტებულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით მის მიერ არჩეულ წევრთაგან ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. შემდეგი ცვლილება შედის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტში, რომლის თანახმადაც, ერთჯერადად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებს, ესეც იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მიდგომას. მიგვაჩნია, რომ ბლოკის ინსტიტუტი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, თუმცა არის კომპრომისი და ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ჩვენ უნდა შევეცადოთ კანონმდებლობის დონეზე იმ პრობლემების განეიტრალებას, რომელიც ბლოკის ინსტიტუტთანაა დაკავშირებული.საუბარია მანიპულაციაზე თანხების მითვისების მიზნით, უფასო საარჩევნო დრო საარჩევნო მიზნებისთვის და ა.შ. კდიევ ერთი ცვლილება შეეხება გარდამავალ დებულებებს. როგორც მოგეხსენებათ, შეიცვალა მოქალაქეობასთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის შეძენა აპრიორი აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს. ეს ნორმა ამოქმედდებოდა სხვა რეგულაციებთან ერთად მომავალი წლის სავარაუდოდ, ნოემბერში, მას შემდეგ, რაც დადებდა პრეზიდენტი ფიცს და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო, რომ უფრო ადრე ამოქმედდეს. შესაბამისად, შემოთავაზებულია ამ ნორმის ამ კანონის ამოქმედებისთანავე ამოქმედება.შესაბამისად, სავარაუდოდ, აპრილის თვეში უკვე ამოქმედდება მოქალაქეობასთან დაკავშირებული რეგულაციები“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)