|
2017-12-10 10:40:02, 1918 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი. როგორც პარტიის მიმართვაშია ნათქვამი, ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც პოროშენკოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზად დაასახელა, კრიტიკას ვერ უძლებს და პოლიტიკური ოპონენტის დევნისთვისაა შეთხზული. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დემოკრატიასთან შეუსაბამოა. ამგვარი ქმედება განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობისა და პუტინის რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის ფონზე. ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც პოროშენკოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მიზეზად დაასახელა, კრიტიკას ვერ უძლებს და პოლიტიკური ოპონენტის დევნისთვისაა შეთხზული. მოქალაქეობის ჩამორთმევიდან დაპატიმრებამდე განხორციელებული უკანონო ქმედებები მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის, ნეიტრალიზებას ემსახურება, რასაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. აშკარაა, რომ უკრაინისა და საქართველოს ოლიგარქიულ რეჟიმებს სურთ პოლიტიკური ბრძოლის ველს ჩამოაშორონ ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი. მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ამ ორი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი, მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებისგან შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან. ჩვენ მკაფიო პოზიციაზეა დამოკიდებული როგორც ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავალი, ასევე მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიდემოკრატიული, ავტოკრატიული ტენდენციების შეჩერება. თავისუფალი სამყაროსთვის მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპატიმრებებითა და ფსევდოსამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა. მიგვაჩნია, რომ დღეს ეს პოზიცია თავისუფალი სამყაროს ყველა ლიდერმა ხმამაღლა უნდა გამოხატოს. მოვუწოდებთ ივანიშვილის ხელისუფლებას, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს შექმნილი უმძიმესი ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია. ხელი აიღოს ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვაზე და შეწყვიტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისულფლება მიიღებს სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავდროულად, ვიწყებთ მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილსა და ყველა პოლიტიკურ პატიმარს“,-აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)