17:50 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 15:33:04, 2075 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი მსახიობ დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა გიორგი კვირიკაშვილმა მსახიობ დიმა ჯაიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

როგორც პრემიერის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, მსახიობი საქართველოს დიდი გულშემატკივარი იყო.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მსახიობის დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს და ერთგულ მაყურებელს.

დიმა ჯაიანის ცხოვრება ორ უმნიშვნელოვანეს და უძვირფასესს - აფხაზეთსა და თეატრს უკავშირდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მათ.

ის იყო ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, რომელსაც თან გაჰყვა ის დიდი ტკივილი, რასაც აფხაზეთი ჰქვია", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი დიმა ჯაიანი დღეს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics