2017-12-08 18:15:30, 2129 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორთან ახლოს, შეტაკების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა
ღაზას სექტორთან ახლოს, ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის შეტაკების დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Ria იუწყება.
შეტაკებები ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. შეტაკებების დროს 295 პალესტინელი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამის შემდეგ პალესტინური ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ამბოხისკენ (ინტიფადა) მოუწოდა.
ავტორი: ,