|
2017-12-08 18:08:03, 2277 ნახვა
საზოგადოება
2017 წლის შემაჯამებელი, რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა
დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. სააგენტომ SMS შეტყობინება დასაქმების ფორუმის შესახებ 26 000 სამუშაოს მაძიებელს გაუგზავნა. ფორუმი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, დღევანდელ ფორუმზე რეგისტრაცია გაიარა 2000-მდე მოქალაქემ. უშუალოდ ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოქმედმა 60–ზე მეტმა კომპანიამ. მათ წარმოადგინეს 400-მდე პოზიცია და 1000-ზე მეტი აქტიური ვაკანსია: მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებიდან. წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე დამსაქმებელმა კომპანიებმა მრავალფეროვანი ვაკანსიები წარმოადგინეს სხვადასხვა სფეროდან: პროექტის მენეჯერი, ოპერატორ-ტექნიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი, მაღაზიის მენეჯერი, ტექნიკოსი, ტრანსპორტის სპეციალისტი, ხაზინის სპეციალისტი, მარაგების მართვის უფროსი, უსაფრთხოების ადმინისტრატორი, შიდა აუდიტორი, საწყობის თანამშრომელი, IT სპეციალისტი, სექტორის მენეჯერი, მიმღები ოპერატორი, პერსონალური მენეჯერი, მონიტორინგის მენეჯერი, ფილიალის მენეჯერი, უფროსი პროგრამისტი, სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი, კურიერი, მძღოლი, ენერგეტიკოსი, მერჩენდაიზერი და სხვა. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამონაწილეობით და ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წელს 12 დასაქმების ფორუმი და 1 დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. მე-14 ფორუმი, კი რომელიც „ბილტმორში“ ჩატარდა უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული. ფორუმი განკუთვნილია პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული კურსდამთავრებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემაში worknet.gov.ge -ზე დარეგისტირებული სამუშაოს მაძიებლებისათვის. ასევე, დღევანდელ ფორუმზე სტაჟირების პროგრამები წარმოადგინეს პროფესიულმა კოლეჯებმა. ფორუმზე კოლეჯებმა: „იკაროსმა“, „ახალმა ტალღამ“ და „აისმა“ მათი ნამუშევრების პრეზენტაცია შეძლეს. კოლეჯებს ხანგრძლივი თანამშრომლობის პრაქტიკა აქვთ სააგენტოსთან და მუდმივად მონაწილეობენ ფორუმებში. კოლეჯებში გადამზადებულ მოქალაქეებს მიეცათ საშუალება, უკვე მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით წარმდგარიყვნენ დამსაქმებლების წინაშე.
(NS)
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)