|
2017-12-08 17:37:18, 1667 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ილიაუნის სტუდენტები ეწვივნენ
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის წარმომადგენელი, დავით ძიძიშვილი მათ ჰიბრიდულ ომზე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ესაუბრა. DIB-ის წარმომადგენელმა სტუდენტებს ჰიბრიდული ომის სპეციფიკის, წარმოების ხერხებისა და მასთან გამკლავების მეთოდების გარდა, ზოგადად, ომისა და საბრძოლო მოქმედებების ევოლუცია გააცნო და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გამართულ ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერებისა და სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტები დაესწრნენ. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) აკადემიურ წრეებთან და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)