2017-12-06 19:40:20, 2348 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს კანდიდატურას ვაყენებ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ მან ნოვგოროდის მიტინგ-კონცერტზე, გორკის ავტომობილის 85 წლის იუბილეს აღნიშვნის დროს განაცხადა.
„მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს კანდიდატურას ვაყენებ. საუკეთესო ადგილი და მიზეზი ამის გამოცხადების, მგონი არ არსებობს", -განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი პირველად პრეზიდენტად 2000 წლის 26 მარტს აირჩიეს, მეორედ 2004 წელს, მესამედ კი 2012 წელს.
ავტორი: ,