23:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 17:31:46, 1882 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენ გვაქვს მმართველობის სტილი, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებები კონსულტაციების საფუძველზე მიიღება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვის სამსახური არ გაერთიანდება, მმართველმა გუნდმა კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით მმართველმა გუნდმა უკან დაიხია.

„თუ უკან დახევას უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იმას, რომ შედგა კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე შეჯერდა პოზიციები, მაშინ, შეუძლიათ, ამას ეს დაარქვან. ეს იყო კონსულტაციები, რაც არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ეს ნამდვილად არ გვახსოვს ჩვენ გასული წლებიდან, ადრე ყველაფერი წყდებოდა ერთპიროვნულად, იყო ასეთი პრინციპები  მმართველობაში. ჩვენ გვაქვს მმართველობის სტილი, სადაც კონსულტაციების საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები. ჩვენ ვართ მოხარული, რომ შედგა ასევე სიღრმისეული განხილვა ამ საკითხის, მათ შორის, მთავრობასა და პარლამენტს შორის და ზუსტად ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics