|
2017-12-05 16:33:51, 1108 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა
„მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცება და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ ნიკოლაი იონელ ჩიუკასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლევან იზორიასა და გენერალ ნიკოლაი იონელ ჩიუკას შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, სწორედ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი იყო. თავდაცვის მინისტრმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში რუმინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, ამ და თანამშრომლობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში რუმინეთში მაღალი დონის ვიზიტიც იგეგმება. მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობისა და მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი სამხედროების მონაწილეობის საკითხები, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმაც განიხილეს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, რადუ ლივიუ ჰორუმბა, რუმინეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ვალერიკა პიროშა და რუმინეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. გენერალი ნიკოლაი იონელ ჩიუკა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას ქართველი კოლეგა, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)