|
2017-12-05 15:41:44, 920 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ნიკოლაი იონელ ჩიუკა ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუმინელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, რუმინელმა გენერალმა თავდაცვის უწყების შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი დატოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალურ შტაბში ქართველ და რუმინელ კოლეგებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მათ ასევე, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე ისაუბრეს. საქართველოსა და რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსებმა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობასა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზეც გაამახვილეს ყურადღება. რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა. გენერალმა ნიკოლაი იონელ ჩიუკამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)