19:00 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:35:43, 2043 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, ხვალ ღირსების მანიფესტაციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან  ღირსების მანიფესტაციას გამართავს.

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, პარტია საგანგებო რეჟიმში გადადის და მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც  საქართველოს თავისუფლების იდეალები ძვირფასია, მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში.

„რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა, ტოტალიტარულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა საქართველოს პრეზიდენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი  დააკავეს. მისი დაპატიმრება ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანშია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე ხდება. 

სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოქმედების საგანგებო რეჟიმზე  გადადის და  საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლას  აცხადებს.

მოვუწოდებთ ყველა საქართველოს პატრიოტს, უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ, 14:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენას. პარტია ამ წუთიდან საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადადის“,-აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics