|
2017-12-05 15:04:36, 921 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის პრეზიდენტთან, კარლ-ჰაინც კამპთან და დეკანთან, პოლკოვნიკ, კლაუს ჰანდელთან შეხვედრა ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის 2017 წლის გეგმის ფარგლებში გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) განვითარებას, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალურ აკადემიასა (BAKS) და DIB სკოლას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო. ლევან იზორიას განცხადებით, იგეგმება რეგიონული კონფერენციების ორგანიზება და უსაფრთხოების იმ არქიტექტურის განმტკიცება, რასაც ევროპის უსაფრთხოება ჰქვია. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი, სკოლის გერმანელი მრჩეველი, კონრად ვუდტკე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰაიკე პაიჩი დაესწრნენ. დღესვე, გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BAKS) წარმომადგენლები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრებიან, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. DIB 2016 წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა. გერმანია სკოლას როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტების ჩართულობის კუთხით აქტიურად უჭერს მხარს. (NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)