23:34 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 12:14:30, 1704 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: რუსეთთან და პარტნიორებთან გულწრფელად გაკეთებული გზავნილები სტაბილურობას მოიტანს

"თბილისის სტრატეგიული დისკუსიის" დასკვნითი კონფერენცია  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გახსნა, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი უძღვებოდა და საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

 სტრატეგიული დისკუსიის მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში.

 საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ პროცესზე ისაუბრა, საქართველოსთვის ამერიკელი პარტნიორების მტკიცე და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უწოდა მაიკ პენსის, ჯონ მაკკეინისა და სენატორების საქართველოში ვიზიტებს, ასევე ნატოს სამხედრო კომიტეტის საგაზაფხულო სესიის ჩატარებას.

 გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს კონგრესში, ბუნდესტაგსა და ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საქართველოსათვის ევროპული მისწრაფებების ღია მხარდაჭერას წარმოადგენს.

 საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, წელს ბევრი თვალსაზრისით გართულდა ვითარება ჩვენს რეგიონში და ტერორიზმი კიდევ უფრო ხელშესახები საფრთხე გახდა.

"გასათვალისწინებელია რუსეთის როლი რეგიონის მილიტარიზაციის თვალსაზრისით, რუსეთის აქტიური ჩართულობის გამო ბალტიის, შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით ჩვენი დაცულობის ხარისხი თვისობრივად კლებულობს.თუ ჩვენ შევხედავთ წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოებულ პოლიტიკას, ის თეორიები, რომლებიც ემყარებოდა შეხედულებას, რომ რუსეთთან საქართველოს, ან სხვა მსგავსი გეოპოლიტიკის მქონე ქვეყნების მუშაობა შესაძლებელია, ეს კონცეფცია საფუძველს მოკლებულია. რუსეთი არ განიხილავს და არ უყურებს ამ პროცესებს თუნდაც მათთვის საინტერესო პოზიციიდან, როგორიც არის ბუფერების პოლიტიკა.რუსეთი ძალიან ნათლად ხედავს ამ რეგიონებში პრივილეგირებული ინტერესების გატარების შესაძლებლობას, მათ შორის სამხედრო გზით, სამხედრო რესურსით.ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის აქტიურობას, ასევე იმ წერტილებში, რომელიც მათი აზრით, მოწყვლადია ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებისათვის, ეს არის ის იდეოლოგიური ომი, ის პროპაგანდა, რომელსაც ძალიან აქტიურად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია და ეს ამ წლის განმავლობაში ძალიან ნათლად გამოჩნდა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის განცხადებით, დასავლეთმა წარმატებას მიაღწია მაშინ, როდესაც დასრულდა ცივი ომი არა მორიდებული პოლიტიკით საბჭოთა კავშირის მიმართ, არამედ ძალიან კონკრეტული, ძალიან მიზანმიმართული სამხედრო - ეკონომიკური აღმშენებლობით.

პრეზიდენტის განმარტებით,   სწორედ  ამან მოუტანა წარმატება, როგორც თავისუფალი ქვეყნების ბლოკს, ასევე იმ ქვეყნებს რომლებიც შემდეგ გახდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები.

 "უნდა ვიყოთ გულწრფელები და ნათელი გზავნილები გავაგზავნოთ როგორც საკუთარ თავთან, ასევე რუსეთთან და ჩვენს პარტნიორებთან. ეს გულწრფელობა, ეს გამბედაობა მოიტანს პრობლემების გადაწყვეტას და მეტ სტაბილურობას. რაც ეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას - მომავალ წელს იქნება ათი წელი იმ სამიტიდან, სადაც ნათლად იქნა ჩამოყალიბებული სტრატეგიული მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ახალი პერსპექტივის ჭრილში შევხედოთ იმას, რა გზა, ტაქტიკა, მიზნები უნდა ავირჩიოთ იმისათვის, რომ ეს მიზანი მიღწეული იყოს ეფექტიანად, სწრაფად და ამ მიზანმა განამტკიცოს და არა შეარყიოს, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის უსაფრთხოება", - აღნიშნა  პრეზიდენტმა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics