|
2015-05-07 19:11:16, 873 ნახვა
ეკონომიკა
ჰაკათონების, მეიქათონებისა და კრეათონების საგრანტო კონკურსისათვის აპლიკაციების მიღება დაიწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ ივნისში ჰაკათონის, მეიქათონის და კრეათონის ტიპის ღონისძიებების ჩასატარებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს. საგრანტო კონკურსი სააგენტოს მიერ მეორედ ჩატარდება. სამინისტროს ინფორამციით, მისი მიზანია ინოვაციური იდეების შემუშავებისა და განხორციელების კონკურსების რაოდენობის ზრდა და მათ ბაზაზე სტარტაპ კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. „საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ იმ ფიზიკურ პირს თუ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს სურვილი ჩაატაროს ჰაკათონის, მეიქათონის ან კრეათონის ტიპის ღონისძიება. თითოეული მიმართულებით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. გრანტის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 5,000 ლარს. აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 31 მაისი, 17:00 საათი. აპლიკაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საგრანტო დოკუმენტში მითითებული წესების დაცვით. აღნიშნული კონკურსი უკვე ჩატარდა მაისში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის. საგრანტო კონკურსის საფუძველზე გამოვლინდა 2 გამარჯვებული, რის შედეგადაც 16-17 მაისს სტარტაპ აქსელერატორის Startup Nest-ის მიერ ჩატარდება კრეათონი, ხოლო 29-30-31 მაისს - ჰაკათონი მობილური აპლიკაციების ინოვაციების ლაბორატორია “ჯეოლაბში”. საგრანტო დოკუმენტაცია და აპლიკაციები იხილეთ ვებ გვერდზე: www.gita.gov.ge “, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)