23:34 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 16:41:59, 2446 ნახვა

პოლიტიკა
შვეიცარიის პრეზიდენტი: საქართველოს რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია

ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოს დიდი და მნიშვნელოვანი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლობა. ძალიან მოხარული ვარ, რომ გვაქვს ეს შესაძლებლობა. უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ საქართველოს და მისი მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც 2008 წლიდან მოყოლებული თქვენ ასრულებთ კონფლიქტების პოლიტიკური გზით გადაჭრის პროცესში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას. ჩვენ მივესალმებით შვეიცარიასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების განმტკიცებას, ასევე სასიხარულოა ჩვენს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდა. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი პარტნიორობის განსამტკიცებლად. დიდი მადლობა, რომ, დაპირებისამებრ, ეწვიეთ საქართველოს", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დორის ლოიტჰარდს.

ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ ისაუბრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო გიორგი, ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერსო დისკუსია დავოსში. სწორედ მაშინ დაგპირდით, რომ ჩამოვიდოდი საქართველოში. წელს აღნიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, შვეიცარია დიდად აფასებს იმ მანდატს, რომლის ძალითაც ცდილობს, ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოსა და რუსეთს შორის. მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენი რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია. გისურვებთ წარმატებას. ამ ვიზიტის მიზანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება", - აღნიშნა დორის ლოიტჰარდმა.

გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დეტალურად გააცნო მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები და ქვეყნის მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა განათლების რეფორმის პროცესში, ასევე - მთიანი რეგიონების განვითარების კუთხით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics