|
2015-05-07 18:30:45, 712 ნახვა
სხვადასხვა
17 მაისის საჯაროდ აღნიშვნას ლგბტ თემი ვერც 2015 წელს მოახერხებს
17 მაისის საჯაროდ აღნიშვნას ლგბტ თემი ვერც 2015 წელს მოახერხებს. არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობას" ინფრომაციით, ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფოსგან მშვიდობიანი და საჯარო აქციის უსაფრთხოების დაცვის გარანტიები ვერ მიიღეს. ორგანიზაციის ცნობით, იდენტობა და ლგბტ თემი კვლავ იძულებულია დახურულ კარს მიღმა, არაფორმალური თეოკრატიული მმართველობის პირობებში გააგრძელოს უფლებადაცვითი საქმიანობა. "ყოველ წელს, 17 მაისის მოახლოება გვაიძულებს თვალი გავუსწოროთ რადიკალური ჯგუფებიდან და მართლმადიდებელი ეკლესიიდან მომდინარე აგრესიასა და შეურაცხყოფას, მუქარასა და დამცირებას. სახელმწიფო კი, ყოველ დღე შორდება საერო მმართველობის პრინციპებს და მზარდად ექცევა მადაგაძლიერებული მოძალადე ინსტიტუციის – მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის ქვეშ. ქუჩა, ოჯახი და სამსახური ლგბტ ადამიანების ჩაგვრის ადგილებია, ხოლო იდენტობა, რომელიც ამ ჯგუფებს იცავს, ამ ყველაფრის მოწმე. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მცირეოდენი დროით და შეზღუდულ მასშტაბში გვსურს საზოგადოებამდე ამ ტკივილის საჯაროდ მიტანა, ყოველი მცდელობა კვლავ სიკვდილის გარდაუვალი საფრთხით სრულდება. მეტიც, ადამიანის უფლებათა დარღვევაზე ხმამაღლა საუბარი უპასუხისმგებლოდ არის მონათლული როგორც “პროპაგანდა”. 2015 წელს, იდენტობამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ არ შეშინებოდა ორგანიზებული ძალადობის საფრთხეს და საჯაროდ მოეთხოვა ლგბტ უფლებების დაცვა. იდენტობას მიზანი იყო: 1) მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 2) შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა – უფლება, რომელიც 2012 წლიდან არის დარღვეული. მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და ჩვენი მხრიდან გამოჩენილი მცდელობისა, ორგანიზაციამ ვერ მიიღო სახელმწიფოსგან მშვიდობიანი და საჯარო აქციის უსაფრთხოების დაცვის გარანტიები. იდენტობა და ლგბტ თემი კვლავ იძულებულია დახურულ კარს მიღმა, არაფორმალური თეოკრატიული მმართველობის პირობებში გააგრძელოს უფლებადაცვითი საქმიანობა. 17 მაისს საჯარო სივრცეს მართლმადიდებელი ეკლესია მთლიანად დაიკავებს. ეკლესია უკვე დიდი ხანია მოითხოვს იდენტობას საქმიანობის რუსეთში არსებული “პროპაგანდის კანონის” მსგავსი კანონმდებლობით აღკვეთას. ვშიშობთ, ამის შესაძლებლობას მას “შუღლის გაღვივების შესახებ” საეჭვო სისწრაფით ინიცირებული კანონპროექტი მისცემს",-ნათქვამია "იდენტობას" განცხადებაში. "იდენტობაში" მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა დაუფარავად გაეტარებინა მხოლოდ საპატრიარქოს ინტერესი და ლგბტ აქტივისტთათვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის დაკისრებით მოსალოდნელ ძალადობაზე აპელირებით (თითქოს იდენტობა აპირებდეს ძალადობას), რიგის სამიტის წინ მოსალოდნელი არეულობის არასასურველობის ხაზგასმით და საპატრიარქოსთვის “უფრო კონსტრუქციულის” წოდებით, ეიძულებინა ლგბტ თემი, თავადვე ეთქვათ უარი გამოხატვის თავისუფლებაზე. " მიუხედავად იმისა, რომ აქციის უსაფრთხოების დაცვაზე შსს-ს პირდაპირ უარს არ აცხადებს, ისინი არც აქციის მონაწილეთა დაცვის გარანტიებს იძლევიან.ზემოთ მოყვანილი მსჯელობა წარმოაჩენს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც ადრე, წელსაც ყველა ზომას მიიღებს ლგბტ ადამიანთა გამოხატვის თავისუფლების აღსაკვეთად. ისინი მიზანმიმართულად გეგმავენ რამდენიმე რელიგიურ რიტუალს და ღონისძიებას სწორედ რუსთაველის გამზირზე, რათა ლგბტ აქტივისტებს აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცეთ. მიუხედავად ამ ღონისძიებების ერთი შეხედვით მშვიდობიანი ხასიათისა, ყველასთვის, მათ შორის შსს-სთვის ცხადია, რომ ეს პირდაპირ ქმნის ძალადობის, ან უფრო მეტიც სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს. საბოლოოდ, კომპრომისული გადაწყვეტილების – “ჰოლიდეი ინთან” საჯარო აქციის – წინასწარ დაანონსებაზე უარის თქმისკენ მოწოდებით, სახელმწიფო არა მხოლოდ ლგბტ აქტივობების პერიფერიებზე გადაადგილებას, არამედ მათი საჯაროობის მთლიანად შეზღუდვასაც კი “ურჩევდა” ლგბტ თემს. ამ ყველაფრის შედეგად, ლგბტ ადამიანებს წელსაც მოუწევთ “ოთახში შეკეტვა”, რადგან: საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული არ არის. ლგბტ ადამიანებს ზედიზედ მეოთხე წელია არ ეძლევათ კონსტიტიური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. სახელმწიფო არათუ 2013 წლის 17 მაისის მოძალადეთა ადექვატურ დასჯაზე არ იღებს პასუხისმგებლობას, არამედ წინასწარ დაანონსებული ძალადობის პრევენციაც არ შეუძლია. სახელმწიფო დაწესებულებები ღიად და მოურიდებლად არიან დაკავშირებული მართლმადიდებელ ეკლესიასთან და 2015 წელს აღარც მალავენ, რომ ამ მოძალადედ ქცეულ ინსტიტუციას უთანხმებენ მიეცემა თუ არა რომელიმე სოციალურ ჯგუფს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. სახელმწიფო თავს არიდებს ძალადობრივი ინსტიტუციებისა და ორგანიზაცების უკანონო ქმედებების პრევენციაზე და მათთან გაუმჭვირვალე მოლაპარაკებას აწარმოებს. შსს-ს არ აქვს პასუხი თუ რა ლოგიკით ხდება იდენტობასა და საპატარიაქოს “დაპირისპირებულ მხარეებად” წარმოჩენა: საპატრიარქოსგან განსხვავებით, იდენტობას არასოდეს გამოუყენებია და არც მომავალში გეგმავს ძალადობას. იდენტობა აცხადებს, რომ 2015 წელს ლგბტ თემი არათუ ვერ შეძლებს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, არამედ მთელი სახელმწიფო აპარატი და მასზე შეზრდილი რელიგიური ინსტიტუცია მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვითა და კოორდინაცით უზრუნველყოფენ ამ სოციალური ჯგუფის კონსტიტუციური უფლებების სამუდამოდ ჩამორთმევას",-ნათქვამია "იდენტობას" განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)