2017-12-04 11:30:35, 2261 ნახვა
მსოფლიო
ალბანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ალბანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა.
Euronews-ის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი, 3 კი დაშავდა.
დედაქალაქში ქვეყნის ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. სტიქიამ 300-ზე მეტი სახლი დააზიანა. ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილებიდან კი მოსახლოების ევაკუაცია განხორციელდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ათასობით ადამიანი.
მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში ამინდის გაუმჯობესებას არ პროგნოზირებენ.
ავტორი: ,