|
2017-12-04 10:28:33, 2361 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველოს აქტიურად უწევს მსოფლიოს ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიც ჰიბრიდული საფრთხეებია
„საქართველოსაც აქტიურად უწევს თანამედროვე მსოფლიოს ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და პროპაგანდა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის „ევროკავშირი და პარტნიორები“ -მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა კონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება კვლავ მძიმეა და მასობრივად ირღვევა იქ მცხოვრები მოქალაქეების უფლებები. „მოგეხსენებათ, კვლავ მძიმეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და ამავდროულად, მასობრივად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ამასთან ერთად, საქართველოსაც აქტიურად უწევს თანამედროვე მსოფლიოს ისეთ გამოწვევებთან ბრძოლა, როგორიც არის ჰიბრიდული საფრთხეები და პროპაგანდა. ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია და მეტი ჩართულობა შეიძლება დავუპირისპიროთ. მოხარული ვარ, რომ ამ დარბაზში ასეთ წარმომადგენლობით საპარლამენტო აუდიტორიას ვხედავ. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო რეფორმით, 2024 წლიდან საქართველო სრულად გადადის საპარლამენტო მოდელზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა. აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას კი უდიდესი როლი ენიჭება რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების საპარლამენტო შტოს გაძლიერება კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს.პარლამენტი დისკუსიებისა და ურთიერთსაპირისპირო აზრის შეჯერების საუკეთესო ასპარეზია. იმედი მაქვს, დღევანდელი კონფერენცია მოგცემთ საშუალებას, აქტიურად გაუზიაროთ ერთმანეთს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოცდილება, რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც რეფორმების დაჩქარებასა და საერთო მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება. მიმდინარე პრობლემების ფონზე, ხშირად გვავიწყდება ევროკავშირის პროექტის უნიკალურობა. ყველაფრის მიუხედავად, ის კვლავაც რჩება რეგიონული ინტეგრაციისა და ერთა შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად. სწორედ ამიტომ, საგარეო თუ საშინაო გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცედ დგას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. იმედი მაქვს, ამგვარი დისკუსიებითა და აზრთა გაზიარებით, სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების ჩართულობით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობით, მივაღწევთ საერთო მიზანს და ერთად შევქმნით უფრო ძლიერ, ერთიან და მშვიდობიან ევროპას. დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. მადლობას მოვახსენებ ჩვენს მეგობრებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის, გისურვებთ წარმატებულ კონფერენციას, ხოლო ჩვენს სტუმრებს ვუსურვებ სასიამოვნო დროის გატარებას თბილისში, ამ ორი დღის განმავლობაში“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)