13:35 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 16:57:00, 2454 ნახვა

მსოფლიო
ფილიპინელმა სტუდენტებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გაშიშვლებით გააპროტესტეს

ფილიპინელმა სტუდენტებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გაშიშვლებით გააპროტესტეს, - ამის შესახებ Yahoo იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პროტესტის მიზეზი ქვეყნის პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს მკაცრი ნარკოპოლიტიკაა, რასაც ქვეყანაში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები ჰქონდათ მიტანილი, წარწერით - "შეწყდეს მკვლელობები". ამ ბანერებით სტუდენტებმა მანილას ქუჩები შემოირბინეს. მანამდე, ფილიპინების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის გამო, საკუთარ შვილსაც კი, არ დაინდობს.

ცნობისთვის, დუტერტე მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო ევროკავშირმა, ამერიკამ და საერთაშორისო უფლებადამცველებმა გააკრიტიკეს. დუტერტემ პრეზიდენტის პოსტი 2016 წელს დაიკავა. მას შემდეგ მისი მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო, ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი დაიღუპა.

აღშანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ. მათ პირველი "შიშველი პროტესტი" 1980 წელს, უკვე გარდაცვლილი დიქტატორის ფერდინანდ მარკოსის წინააღმდეგ გამოიყენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics