|
2015-01-16 12:40:23, 2837 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ე.წ. „ხელშეკრულების“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა
ევროპის საბჭოში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1216-ე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კონსტანტინე კორკელიამ მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. კონსტანტინე კორკელიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული უკანონო სამხედრო ინტერვენცია თუ ინტეგრაციის სხვა ფორმები, არის აგრესიის, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის აქტი, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ამასთანავე, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ და აღნიშნული ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერის თავიდან აცილების მიზნით ნაბიჯები გადადგან.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)