2017-11-30 16:41:45, 4418 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ლომჯარიას ხმა 96-მა დეპუტატმა მისცა, 5 კი, წინააღმდეგი იყო.
იგი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.
ცნობისთვის, ნინო ლომჯარია აღნიშნულ პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ომბუდსმენობის კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი ფოფხაძე იყო. მას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა 27 კი, წინააღმდეგი იყო. ფოფხაძის კანდიდატურა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ წარადგინა.
ავტორი: ,