2017-11-30 12:53:17, 2054 ნახვა
სამართალი
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი: ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჟოზეფ დოლის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს, - ამის შესახებ EPP-ის ხელმძღვანელი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
დოლის შეფასებით, მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია.
„საქართველოს მთავრობამ პოლიტიკური პატიმარი ვანო მერაბიშვილი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს. მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო განაცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების შევიწროებისთვის იყენებს“, - წერს დოლი.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა.
ავტორი: ,