|
2017-11-29 19:23:51, 2142 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ალან პიუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ფორუმის მნიშვნელობა შეაფასეს და ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც EBRD ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს. როგორც ალან პიუმ შეხვედრაზე აღნიშნა, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საქართველო მეორე ტალღის რეფორმების ლიდერია. მისი განცხადებით, საქართველოს პროგრესი, მისი მთავრობის საქმიანობა და რეფორმები, ასევე ღია ბაზარი და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები სხვადასხვა ქვეყნებთან ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ქუმსიშვილთან საუბრისას ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი. შეხვედრაზე ითქვა, რომ EBRD წელს 3 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ალან პიუს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, EBRD საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომელთა საინვესტიციო მოცულობა ასეულობით მილიონი ევროა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის ერთ-ერთი სპონსორი სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია, არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან კიდევ უფრო მეტი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს საქართველოში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)