07:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 19:17:02, 1687 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძე ლარის გაუფასურებას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებს

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურება უფრო მეტად სეზონურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, ბუცხრიკიძე ამბობს, რომ აღნიშნული მაჩვენებლები შარშანდელზე უკეთესია და ლოგიკურად, კურსი  სტაბილური  უნდა იყოს:

„ჩვენი მოსაზრებით, ეს მაინც უფრო სეზონურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული.რაც უფრო მეტი რესურსი იქნება მოზიდული ამ შემთხვევაში უცხოეთიდან ლოკალურ ვალუტაში, კიდევ უფრო  შეეწყობა ხელის  ლარის სტაბილურობას.

ფუნდამენტალურ მაჩვენებლებს თუ ავიღებთ, ქვეყანა,  ეკონომიკა საკმაოდ ნორმალურად ვითარდება. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება ერთობლივი ეროვნული პროდუქტის. კარგი მაჩვენებელია ტურიზმში, კარგი მაჩვენებელია  ექსპორტში,  გადმორიცხვებში.ეს მაჩვენებლები წელს უკეთესია, ვიდრე იყო შარშან. ლოგიკურია, რომ კურსი იყოს სტაბილური“,-აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics