06:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 19:04:38, 1617 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ესტუმრა.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო EIB -ის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
 
მამუკა ბახტაძემ ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
 
მან სტუმარს გააცნო  მთავრობის  4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა სივრცითი მოწყობის კომპონენტზე და ხაზი გაესვა  აღნიშნული მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
 
როგორც აღინიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებთან, მნიშვნელოვანია ბანკის ჩართულობა სატრანსპორტო კომუნიკაციის, ენერგეტიკის სფეროში, საგზაო და წლის ინფრასტრუქტურაში.

აღსანიშნავია ის მხარდაჭერაც, რომელსაც ბანკი უწევს საბანკო სექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში.
 
განსაკუთრებით აღინიშნა EIB-ის ძალისხმევა საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერის მიმართულებით და პროგრამა - InnovFin, რომელიც ინოვაციურ კომპანიებს ხელსაყრელი პირობებით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
 
საჯარო სექტორში ბანკის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით შეადგენს, დაახლოებით 1,33 მილიარდი ევროს.  კერძო სექტორში EIB-ის გამოყოფილი აქვს დაახლოებით 211,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics