|
2017-11-29 18:41:36, 1935 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: რეფორმები ქვეყნის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს
„ჩვენ გვჯერა, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საპენსიო რეფორმაზე, საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემის ამოქმედებაზე, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე და სხვა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს მხოლოდ მას შემდეგ იღებს, რაც საკითხს ბოლომდე შეისწავლის და დაადგენს, რომ ის არის განხორციელებადი, მომგებიანი და ქვეყნისთვის სასარგებლო. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა განათლების სექტორზე, სადაც, მისი შეფასებით, ფუნდამენტური რეფორმები მიმდინარეობს. აგრეთვე სივრცითი მოწყობის რეფორმაზე, რომელიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვან ინვესტირებას ითვალისწინებს. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საგზაო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება აბრეშუმის გზის განვითარების ნაწილია. მან ყურადღება გაამახვილა როგორც აღმოსავლეთ - დასავლეთის, ასევე ჩრდილოეთ - სამხრეთის დერეფნების განვითარებაზე, პორტების ინფრასტრუქტის მოწყობაზე, რკინიგზის რეაბილიტაციაზე და სხვა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)