06:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 18:26:14, 1754 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მთავრობისა და ბიზნესის თანამშრომლობის ფორმაზე. 

კერძოდ კი, ისეთ ფორმაზე, როგორიცაა ინვესტორთა საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა და მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რისი მაგალითიცაა ინვესტორთა საბჭო.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ესაა რეგულარული პლატფორმა, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერიოდულობით შეკრებას, რომელსაც ესწრებიან პრემიერ-მინისტრი, სხვა მინისტრები, ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  

„როგორც კი კერძო სექტორს გაუჩნდება პრობლემა, ის უკავშირდება ბიზნეს ასოციაციას, რომელსაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტამდე, ჩვენამდე მოაქვს ეს ამბავი. წარმოიდგინეთ, როგორ სწრაფად ხდება ეს კომუნიკაცია,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics