|
2017-11-29 17:58:22, 1713 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ინვესტორებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკური ცენტრების ღია გამოცხადებულ ტენდერში
ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, რომელიც „თბილსისი აბრეშუმის გზის ფორუმს“ აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჯერ კიდევ გუშინ შეიხმა ნაჰაიანმა განაცხადა თავისი ინვესტიციების გაორმაგების განზრახულობაზე. „მას დღეს საქართველოში განხორციელებული აქვს 150-დან 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებით კიდევ 150-დან 200 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია გვექნება მხოლოდ აღნიშნული ჯგუფიდან“, -აღნიშნა ქუმსიშვილმა. როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა აღნიშნა, დღეს აბრეშუმის გზის ფორუმზე საინტერესო დისკუსია გაიმართა ინვესტიციებთან დაკავშირებით, ქვეყნის მიმზიდველობის მიმართულებით. „500-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი იქნა წარმოდგენილი და მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მიმზიდველია დაწყებული მაღალი ტექნოლოგიებით, ისეთი როგორცაა ბლოკჩეინი, დასრულებული ჩვენი ტრადიციული მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად, ტურიზმის მიმართულება“, - აღნიშნა მინისტრმა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მან დღეს ინვესტორებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკური ცენტრების ღია გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 170 მილიონ დოლარამდეა - 2 ლოგისტიკური ცენტრი უნდა აშენდეს, ერთი ქუთაისის და კიდევ ერთი თბილისის მახლობლად. „მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მზადაა, ინვესტორს გადასცეს თბილისის მახლობლად 80 ჰექტრამდე, ხოლო ქუთაისის მახლობლად 60 ჰექტრამდე ტერიტორია და ამასთან, საპარტნიორო ფონდი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ეს არის ბიზნესგარემო, საგადასახადო გარემო და ასევე ყველა ის პროექტი, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და მასთან ასოცირებული პროექტები“, - განაცხადა მინისტრმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)