|
2017-11-29 17:54:29, 1792 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მოგების გადასახადის რეფორმაზე ისაუბრა
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საგადასახადო და ფისკალურ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მოგების გადასახადი რეფორმაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა: „ინვესტორისთვის და ბიზნესმენისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ კორპორატიული გადასახადით დაიბეგრები, თუკი თქვენ გადაინაწილეთ დივიდენდები, თუ თქვენ არ გადაინაწილეთ დივიდენდები, მაშინ არ დაიბეგრებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ ბიზნესს დაუტოვა დაახლოებით 370 მლნ ლარი. მისი თქმით, ამით მოხდა როგორც ინვესტორთა დახმარება, ასევე არაპირდაპირი დაბეგვრის განვითარება. გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, იზრდება საინვესტიციო ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. „ინვესტორისთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავხარჯავთ დაახლოებით 40 მილიარდს მხოლოდ ინფრასტრუქტურისათვის, რაც ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ შესაძლებლობებს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)