22:34 - 27 Aug, 2026
|
2017-11-29 17:50:23, 1793 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკაზე ინსტიტუციური რეფორმები დადებითად მოქმედებს
თბილისის აბრეშუმის გზის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიაში „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები“, რომლის დროსაც მან ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ვითარებისა და მთავრობის რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპი დადებითი ტენდენციით ხასიათდება და 2017 წლის 9 თვეში მან უკვე 4,9 პროცენტიან ზრდას მიაღწია. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ხდება უფრო და უფრო ძლიერი და მასზე დადებითად მოქმედებს ის ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)