05:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 17:29:23, 1659 ნახვა

ეკონომიკა
ვენეციის პორტი „აბრეშუმის გზის“ ინიციატივაში აქტიურად იქნება ჩართული

ვენეციის პორტის პრეზიდენტის პინო მუსოლინოს განცხადებით, ნავსადგური „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს. პორტის ხელმძღვანელობა ამ მიზნით შეხვედრების გამართვას აპირებს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, ისე კერძო სექტორთან.

„ვენეცია არის აბრეშუმის გზის დასავლეთ რეგიონის დანიშნულების პუნქტი. ჩვენ ვიყავით პირველი აბრეშუმის გზის საკვანძო ნავსადგური და გვსურს, რომ აქტიური მონაწილეები ვიყოთ 21-ე საუკუნის ერთი სარტყელის ინიციატივაში. აღნიშნულ პროექტში ჩართულები ვართ 2013 წლიდან“, - განაცხადა მუსოლინომ.

მისი ონფორმაციით,მიმდინარე ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს ფოთის და ბათუმის პორტების წარმომადგენლებთან. „რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ ანაკლიის პორტის პოტენციალით. მნიშვნელოვანია აგრეთვე არა მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება, არამედ ინტეგრაცია მთლიანად ევროპის ეკონომიკურ სისტემასთან. ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და მიწოდების ქსელების განვითარების მიზნით ჩვენ შეხვედრები გვექნება სავაჭრო პალატასთან და საქართველოს მთავრობასთან“,- განაცხადა ღონისძიების სტუმარმა.

პინო მუსოლინომ ისაუბრა საქართველოს როლზე  და შესაძლებლობებზე აბრეშუმის გზის სარტყელის ფარგლებში.„საქართველოს აქვს ძალიან მომგებიანი ლოკაცია,ის მდებარეობს ორი ცივილიზაციის შუაში. შავი ზღვის მეშვეობით ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა შეიძლება უმოკლეს დროში, ჩვენ კი შეგვიძლია ვენეციის პორტის მეშვეობით ჩრდილოეთ ევროპას დავუკავშირდეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ამ სქემაში შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს“, - განაცხადა ვენეციის პორტის პრეზიდენტმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics