|
2017-11-29 10:33:10, 1690 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო ბუნებრივი ლოგისტიკური ცენტრია მათთვის, ვინც ევროპიდან აღმოსავლეთით იყურება, ან აზიის ბაზრების ათვისებას ცდილობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ფორუმის დელეგატებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "სარტყელი და გზა" უკვე იქცა მნიშვნელოვან ღონისძიებად, რომელიც თავს უყრის სტრატეგიების შექმნაზე პასუხისმგებელ და აღმასრულებელი თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ინსტიტუტებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მეცნიერებს და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, თანამშრომლობასთან დაკავშირებული ახალი იდეებისა და არსებული გამოწვევების განსახილველად. "ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ფორუმი ამართლებს თავის რეპუტაციას, როგორც იდეების საწარმო და ახალი ერთობლივი საწარმოების შექმნის ადგილი. ჩინეთის ინიციატივას, ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინებასთან დაკავშირებით, უკვე უწოდებენ „საუკუნის პროექტს". ამ ინიციატივის განხორციელების პროცესში ევროპა და აზია შეუერთდებიან გლობალურ ვაჭრობას და გაიზიარებენ ეკონომიკური განვითარებისადმი ერთგულებას, როგორც სტაბილურობისკენ მიმავალ გზას. ამ ამბიციური წამოწყების ბევრი ასპექტი ერთმანეთს კვეთს სწორედ აქ, საქართველოში რომელიც დიდი ხანია არის გზაჯვარედინი, ერთმანეთთან რომ აკავშირებს ცივილიზაციებს და კულტურებს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების უპრეცედენტო ქსელი, დაწყებული ევროკავშირით და დამთავრებული ჩინეთით, აქცევს ჩვენს ქვეყანას „სარტყლისა და გზის" ინიციატივის არსებით კომპონენტად. ჩვენი საინვესტიციო გარემო, ხელსაყრელი ბიზნესკლიმატი, დაბალი საგადასახადო რეჟიმი და ინსტიტუციური მიუკერძოებლობა და თითოეული ასპექტი ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ზრდის საქართველოს მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. ჩვენ განვაგრძობთ ფართომასშტაბიანი ინვესტიციების განხორციელებას თანამედროვე ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა ჩქაროსნული მაგისტრალები, რკინიგზა, პორტები და ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ქსელები. საქართველო არის ბუნებრივი ლოგისტიკური ცენტრი მათთვის, ვინც ევროპიდან იყურება აღმოსავლეთით, ასევე მათთვის, ვინც ევროპიდან აზიის ბაზრების ათვისებას ცდილობს. ჩვენ სიხარულით შევასრულებთ "შუა დერეფნის" ხერხემლის როლს და ავიღებთ შესაბამის პასუხისმგებლობას, რომელიც აღორძინებული აბრეშუმის გზის გაყოლებაზე სასიცოცხლო მნიშვნელობის კვანძის უზრუნველყოფაში მდგომარეობს", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილეებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)