|
2017-11-28 18:48:22, 1730 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველო ხდება ჰაბი, საკომუნიკაციო ცენტრი რეგიონისთვის
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს პანელში „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“ ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებული სიტუაცია გააცნო. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ინფრასტრუქტურაში ევროპის კავშირი ძალიან სერიოზულ კონტრიბუციას ახორციელებს. „დაახლოებით 2016 წლიდან მოყოლებული, ეს მიმართულება განსაკუთრებით განვითარდა, მან მოიცვა ძირითადი ინფრასტრუქტურა, მილიონობით დოლარი იქნა დახარჯული ჩრდილოეთის დერეფნისათვის, ჩვენი რკინიგზის მოდერნიზაციისთვის. კერძო სექტორთან ერთად ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ საზღვაო პორტს შავი ზღვის სანაპიროზე და ეს იქნება სერიოზული ინვესტიციები, რომელიც გაკეთდება ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამავდროულად ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ხალხის კეთილდღეობა. „როგორც უკვე ვთქვით, საქართველო ვერ იქნება გამოყოფილი ცალკე ამ დერეფნიდან, თუკი ჩვენ გარკვეულ ინვესტიციებს ვაკეთებთ ამ დერეფანში, სხვა ქვეყნებიც ასევე უნდა მოიქცნენ და იქცევიან კიდეც. მე მინდა გითხრათ, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ გვაქვს საერთო პროექტები, ეს არის ბაქო - თბილისი -ყარსის პროექტი, რომელშიც უკვე 500 მილიონი დოლარის ინვესტირება მოხდა ამ რკინიგზის მშენებლობაში, ეს არის ძველი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი“,-აღნიშნა ქუმსიშვილმა. ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მიზანი მარტივია - ვიყოთ კონკურენტუნარიანი ჩვენი დერეფნით და რომ ეს დერეფანი იყოს ინკლუზიური და გვქონდეს უკეთესი ხარისხის ინფრასტრუქტურა. მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია, გვქონდეს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ასევე - ჩვენი ეკონომიკა იყოს ღია. „ასე რომ, მოგესალმებით ყველას საქართველოში, ეს არის ქვეყანა, სადაც თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ ბიზნესი, თქვენ შეგიძლიათ აქ დაისვენოთ, რეკრეაციული საქმიანობა განახორციელოთ, მაგრამ თუკი ჩვენ დავუბრუნდებით კვლავ სარტყლისა და გზის ინიციატივას, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ საქართველო ხდება ჰაბი, საკომუნიკაციო ცენტრი რეგიონისთვის. ამას, რა თქმა უნდა, უნდა შეესაბამებოდეს როგორც ინფრასტრუქუტერა, ისევე ადამიანური რესურსები“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)