04:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 18:31:58, 1799 ნახვა

ეკონომიკა
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების და სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობაზე   აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ისაუბრა.  

  რამინ გულუზადეს განცხადებით, აზერბაიჯანი დიდ ყურადღებას უთმობს  საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივების საკითხს.

„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ წელს, 30 ოქტომბერს, ჩვენ სატრანსპორტო  სფეროში გრანდიოზული მოვლენის მოწმენი გავხდით, - გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის საერთაშორისო სარკინიგზო ხაზი.  ამ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის  აზერბაიჯანის და საქართველოს ლიდერები მონაწილეობდნენ. ამ მარშრუტის  შექმნა აზერბაიჯანის საქართველოს და თურქეთის თანამშრომლობის შედეგია.  ეს პროექტი ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებას და  ვაჭრობის გაფართოებას“, - განაცხადა რამინ გულუზადემ.

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით,  ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ხელს შეუწყობს სამივე ქვეყანაში ეკონომიკის, ტურიზმის, სოციალური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებას.

 რამინ გულუზადეს თქმით,  აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობით  მრავალი პროექტი განხორციელდება. 

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics