|
2017-11-28 17:59:52, 1692 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს გააცნო
თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ პანელზე „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების ფარგლებში“ სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გამოვიდა. მინისტრის მოადგილემ ფორუმზე სავაჭრო სფეროში ბარიერების მოხსნაზე და სხვადასხვა ქვეყნებთან დადებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შესახებ ისაუბრა. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, აბრეშუმის გზის წინა ფორუმთან შედარებით წელს მასშტაბები გაზრდილია. „დღეს პროექტი სარტყელისა და გზის ინიციატივის სახელწოდებით ხორციელდება. ჩვენ წინ უნდა წამოვწიოთ შემდეგი საკითხები - ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ვაჭრობის ხელშეწყობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ. მნიშვნელოვანი იქნება დისკუსიები და შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ინვესტიციების შესაძლებლობებს განიხილავენ“,-განაცხადა არველაძემ. გენადი არველაძემ პანელის მონაწილეებს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ეფუძნება. „ ევროკავშირთან უკვე ხელი გვაქვს მოწერილი შეთანხმებაზე და ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. ასევე ჩვენ თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებები გვაქვს დადებული. დღეს გამოაცხადეს, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს ასევე ლიბერალური დაბეგვრის სისტემა აქვს. „დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორებისთვის. ბარიერების მოხსნით იზრდება შესაძლებლობები, რომ მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა. ჩვენ გვსურს განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე, ჩვენი მიზანია, გავზარდოთ კონკურენტუნარიანობა, ამისათვის გვჭირდება სარტყელისა და გზის ინიციატივის ქვეყნებთან ეკონომიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილემ აქცენტი საქართველოს როგორც სატრანსპორტო ქვეყნის მნიშვნელობაზე გააკეთა და ასევე ინფრასტუქტურის განვითარებაზე ისაუბრა. „ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია ვაჭრობის განვითარება. ჩვენ გვაქვს დიდი ამბიცია, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განაცხადა, ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით სერიოზული ინვესტიციებია განხორციელებული“,-განაცხადა არველაძემ. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებაც ისაუბრა. „ჩვენ გვჭირდება ელექტრონული ვაჭრობის და განბაჟების სისტემების განვითარება, სხვაგვარად ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას და ეკონომიკის ინტეგრირება ვერ მოხდება. ეს არის სისტემების ჰარმონიზაცია და განსაკუთრებით საბაჟო სისტემების, ამის გარეშე ვერ მოხდება სწრაფი ტრანზიტი. საქართველოში საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ 7 წუთში არის შესაძლებელი, ეს თემა მიმაჩნია ვაჭრობის ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვნად“, - აღნიშნა გენადი არველაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)