|
2017-11-28 17:44:51, 1840 ნახვა
ეკონომიკა
კარლ ერჟავიკი: სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია
თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს სლოვენიის სამთავრობო დელეგაცია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კარლ ერჟავიკმა აბრეშუმის გზის ფორმატში საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. კარლ ერჟავეკის განცხადებით, სლოვენია საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას გეგმავს: „სლოვენიას და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ, ჩვენ საქართველოსთან შესანიშნავი ურთიერთობები განვავითარეთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. ჩვენ გავმართავთ შეხვედრებს ქართველ კოლეგასთან, სხვა თანამდებობის პირებთან, ასევე გაიმართება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად“. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის მეორეჯერ გამართვა საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას ადასტურებს, ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების დაკავშირებაში: „ფორუმზე განიხილება ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივა, რომელიც შეეხება აზიას, ევროპას და აფრიკასაც. ინიციატივა დაეხმარება ქვეყნებს, მიაღწიონ ეროვნულ მიზნებს მდგრადი განვითარების ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტმა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას. სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, რადგან აქ გადის აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დამაკავშირბელი გზა“, -განაცხადა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ერჟავეკმა.
(NS)
მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა
სააკაშვილი: არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ თვითონ "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს
საგარეო უწყება – ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)