|
2017-11-28 17:02:16, 1792 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ საქართველო შანხაის იმპორტ-ექსპორტის გამოფენაზე მიიწვია
საქართველო 2018 წელს შანხაიში იმპორტ-ექსპორტის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. ქართულმა მხარემ მოწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილისგან მიიღო - ციენ ქემინგი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ესწრება. საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილესთან დღეს ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გამართა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ციენ ქემინგისგან მიიღო მოწვევა გამოფენაზე, სადაც ქართულ მხარეს სპეციალური სტატუსი ექნება. მინისტრის განცხადებით, საქართველოს საშუალება ექნება, გამოფენაზე ის ძირითადი ქართული პროდუქცია წარადგინოს, რომელიც ჩინეთის ბაზრისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს. „მათ შორის ეს არის ქართული ღვინო, სადაც მხოლოდ წელს ჩვენ გვაქვს 80%-ზე მეტი ზრდა ჩინეთის ბაზარზე, მინერალური წყლები და რა თქმა უნდა, ტურისტული მომსახურება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.
(NS)
მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა
სააკაშვილი: არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ თვითონ "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს
საგარეო უწყება – ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)