|
2017-11-28 14:47:12, 1893 ნახვა
ეკონომიკა
შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში
27-28 ნოემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს (სსე), შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტების სკოლების უფროსკლასელები სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს. ტურის ფარგლებში, უფროსკლასელებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, სადაც ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. „დიდი მადლობა, ამ მნიშვნელოვანი, შემეცნებითი ტურის ორგანიზებისთვის. ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენც და მოსწავლეებიც. ასეთი ტურები აუცილებელია ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად და ვიმედოვნებ, რომ მათ პროფესიის სწორად განსაზღვრაში დაეხმარება“ - აღნიშნა მესტიის რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგმა აკაკი ზუმაძემ. ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
(NS)
მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა
სააკაშვილი: არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ თვითონ "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს
საგარეო უწყება – ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)