|
2017-11-27 20:02:53, 1892 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორს შეხვდა
,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთი შეხვედრა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურ დირექტორსა და აღნიშნული ფორუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პანელის სპიკერთან, ჰენრიკ ჰოლოლეისთან გამართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სივრცითი მოწყობის გეგმის კომპონენტზე, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემლის განვითარებას და ამ კუთხით საშუალოვადიან პერიოდში გათვალისწინებულ ფინანსურ მხარდაჭერაზე სახელმწიფოს მხრიდან. ასევე ისაუბრეს საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივაზე, საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას, მათ შორისაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. როგორც ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, მნიშნელოვანია ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში საქართველოს ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჰენრიკ ჰოლოლეი ევროკომისიის მობილობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იგი ხელმძღვანელობს 600-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ გუნდს, ოთხ სხვადასხვა სატრანსპორტო სააგენტოს, (EASA, EMSA, ERA, INEA) ასევე, ორ ერთობლივ ქვეპროგრამას (SESAR, S2R), რომელთა საშუალებითაც ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება და იმპლემენტაცია უნდა განხორციელდეს.
(NS)
მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა
სააკაშვილი: არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით ივანიშვილმა დაადასტურა, რომ თვითონ "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს
საგარეო უწყება – ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)