22:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 15:50:19, 1874 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა მასტერკლასი ჩაატარეს

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში საჯარო ლექცია გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიის სპეციალისტებმა ისაუბრეს სხვადასხვა დაავადებებისა და დიაგნოსტირების თავისებურებებზე და დამსწრე პირებს ლაბორატორიაში მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული სასწავლებლისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.

უწყების ცნობით, შეხვედრის დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ როგორც ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების, ასევე სურსათის უვნებლობის სფეროში.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას შემუშავებული აქვს გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიისა და  ვეტერინარიის - როგორც პროფესიის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

ლაბორატორია მხარს უჭერს პროფესიული განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

პროგრამაში ჩართვა სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ხორციელდება.

პირველ რიგში, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და მათი უშუალო კოორდინირებით ყოველწლიურად ხდება მაღალი შეფასების მქონე სტუდენტების განაწილება ყველა სადიაგნოსტიკო დეპარტამენტში.

დარგის სპეციალობების მიხედვით, მათ შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში.

პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში.

სახელმწიფო პროგრამების გარდა,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უშუალოდ თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიულ სასაწავლებელთანაც.

საჯარო ლექციათა კურსის ფარგლებში, ლაბორატორიის სპეციალისტებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ მომავალ სპეციალისტებს.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics