22:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 14:42:36, 1546 ნახვა

საზოგადოება
არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის  თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურის წარდგენას დადებითად აფასებენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „მისასალმებელია სახალხო დამცველის პოზიციაზე ქალი კანდიდატის დაყენება, რადგან არჩევით თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში ძალიან დაბალია“.

 „24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს. მისასალმებელია მმართველი პარტიის მხრიდან სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის მხარდაჭერა. ომბუდსმენის კანდიდატურის შესახებ მსჯელობისას ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტური მოძრაობების მაღალი ნდობით.

არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატები შეირჩნენ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის, სხვადასხვა კოალიციებისა და მოძრაობის უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით. ამ პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც თბილისში მოქმედი, ასევე რეგიონული ორგანიზაციების პოზიციები.

მისასალმებელია ასევე, სახალხო დამცველის პოზიციაზე ქალი კანდიდატის დაყენება, რადგან არჩევით თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში ძალიან დაბალია. ნინო ლომჯარია, ჩვენ მიერ შეთავაზებულ სხვა კანდიდატებთან ერთად, გამოირჩევა პრინციპულობით, მაღალი კვალიფიკაციითა და კარგი რეპუტაციით. იმედი გვაქვს, რომ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს საპარლამენტო ოპოზიციაც დაუჭერს, რაც გაზრდის სახალხო დამცველის ლეგიტიმაციას“,-ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას შემდეგი არასამთავრობოები აწერენ ხელს: კავშირი „საფარი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი , ფონდი ღია „საზოგადოება საქართველო“ და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics