|
2017-11-27 13:26:03, 1676 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-უკრაინას შორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მედიცინისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ თეიმურაზ პირველაშვილმა მოაწერეს. უწყების ცნობით, მემორანდუმი ქვეყანათაშორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი წამლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, სისტემაში არსებული გამოცდილების გაზიარებასა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)