22:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 13:03:13, 1933 ნახვა

პოლიტიკა
გროისმანი: ჩვენი თანამშრომლობის ამოცანა იქნება, 500-მილიონიანი საქონლის ბრუნვა 1 მილიარდამდე გავზარდოთ

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 500 მილიონიანი ბრუნვა 1 მილიარდამდე გავზარდოთ, ეს ჩვენი თანამშრომლობის  ამოცანა იქნება“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გროისმანმა აღნიშნა, საქართველო- უკრაინის ორმხრივ ვაჭრობასთან დაკავშირებით, კარგი ტენდენცია შეინიშნება.

„გვაქვს საკმაოდ კარგი ტენდენცია ორმხრივი ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებით, რაც ეხება საქონლით და მომსახურებით ვაჭრობას. მიმაჩნია, რომ შეიძლება გვქონდეს უფრო ამბიციური მიზანი და 500-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ 1 მილიარდამდე. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში - აგრარულ სფეროში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და მოხარული ვიქნებით ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობით. ასევე ვისაუბრეთ ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობაზე.

ჩემი პროგრამის ერთ-ერთი პუნქტია „აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობა, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება. მინდა, ბატონ პრემიერმინისტრს მოწვევისთვის მადლობა გადავუხადო. შევთანხმდით, დავსახოთ ერთობლივი მოქმედების მკაფიო გეგმა, რომ ავაშენოთ ერთიანი გზა ჩვენი საქონლის გადაადგილებისთვის და უზრუნველვყოთ ხარისხიანი ლოგისტიკა სხვა პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი გადაზიდვების სფეროში ევროპიდან აზიის მიმართულებით.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვეწვიე თბილისს. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი მზად არის, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა ვოლოდიმირ გროისმანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics