22:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 12:19:34, 1818 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მადლობელნი ვართ, უკრაინის თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოსთან მიმართებაში

საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები,  სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემები გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და მსგავს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სასიხარულოა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმს" ემთხვევა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკასა და  გადაწყვეტილებაზე, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიულ რანგში აყვანის შესახებ.

"უკრაინას ძალიან ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციული ძალიან მეგობრული, კულტურული ურთიერთობები და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული მისწრაფებები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მისწრაფებების ერთობლივად მიღწევა და თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ამ მიზნების მიღწევის გზაზე გამოწვევებიც სამწუხაროდ მსგავსი გვაქვს. საქართველო არის უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდამჭერი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენი მხრიდან მადლობელნი ვართ, უკრაინის თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა უკრაინელმა კოლეგამ. ვოლოდიმირ გროისმანმა სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

"ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენ, ქართველებთან ერთად, ძალიან ვწუხვართ ამ ტრაგედიის გამო. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის ეს მხოლოდ უბრალო ვიზიტი არ არის. ეს არის ვიზიტი ქვეყანაში, რომელთანაც გვაქვს ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობები. ჩვენ ვალდებულნი ვართ, განვაგრძოთ ეს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა "აბრეშუმის გზის  ფორუმში" და გამოვთქვამ მზადყოფნას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ უკრაინაში ვიზიტისთვის. ეს ხელს უწყობს ორი ქვეყნის მთავრობის დაახლოებას. ჩვენ დღეს საქართველოში წარმოდგენილი ვართ დელეგაციით იმ სფეროებიდან, რომლებშიც თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, დაწყებული კულტურით და დამთავრებული ეკონომიკით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ვიცით თქვენი, მათ შორის პირადი პოზიციაც, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით. თქვენი პოზიციით თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ დემოკრატიის გაძლიერებისა და საერთაშორისო სამართლიანობის აღდგენაში", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics