16:20 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 10:27:58, 2066 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

"მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს." -წერია კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი გუშინ დაახლოებით, 21:30 წუთზე გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ირანის 1 ხოლო საქართველოს 10 მოქალაქე. ინტოკსიკაციის შედეგად  21 ადამიანი დაშავდა.  დაშავებულების შორის არიან 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
არასამთავრობოები -ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს, ცვლილებებს უარყოფითად ვაფასებთ
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics